დეუ ტაკსი 2 30-88-88
გაიხსნა ახალი ტაქსო-პარკი „დეუTAXI“ პირველ ეტაპზე ექსპლოტაციაში შევიდა 35 ცალი ახალი ნექსიას მარკის ავტომობილი. მგზავრობის ღირებულება-50 თეთრია 1 კმ.
ვრცლად
კომპანიის შესახებ
დღევანდელი დღეისათვის, როცა ავტომობილი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში წარმოადგენს არამარტო სიმდიდრის ნიშანს, არამედ გადაადგილების საშუალებას, ვერ წარმოვიდგენთ ვერც ერთ ამ ქვეყნების ქუჩებს კარგად ნაცნობ DAEWOO Nexia და DAEWOO Matiz სილუეტების გარეშე. ეს მანქანები შეგვიყვარდა თავისი სიმარტივით და ფუნქციონალობით და ზოგჯერ გვეჩვენება რომ არიან ჩვენი ძველი მეგობრები
1967 წელს დაფუძნებული კორპორაცია DAEWOO , რომლის დასახელება ითარგმნება როგორც " დიდი სამყარო", XX საუკუნის 90 წლების შუალედში შეიცავდა 30-ზე მეტს მსხვილ წარმოებას, რომელთა პროდუკცია იყო მრავალფეროვანი - დაწყებული ტრანზისტორებით , ტელევიზორებით და ავტომობილებით ,გემებით დამთავრებული, რომელთა საერთო ღირებულების აკტივი წარმოადგენდა $98,9 მილიარდს
1992 წ. შეიქმნა კომპანია "უზდეუავტო" პარიტეტულ საფუძველზე სახელმწიფო კომპანიის "უზავტოსანოატ" და Daewoo შორის. 2005 წ. "უზდეუავტო" გამოისყიდა კორეული კომპანიის წილი. 2002 წ. კომპანია General Motors შეიძინა საკონტროლო პაკეტი საავტომობილო კორპორაციის Daewoo Motor. 2007 წ. მაისში უზბეკეთის მთავრობამ და GM Daewoo Automotive and Technology (GM DAT) მოაწერეს სტრატეგიული ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოხერხდებოდა Nexia და Matiz მოდერნიზაცია , მომავალი წარმოების ლოკალიზაციას და ახალი მოდელების წარმოების საშუალებას.
2008 წ. მარტში შეიქმნა ახალი საერთო კომპანია "GM Uzbekistan" რომელიც წარმატებით აგრძელებს წინსვლას საქართველოს ბაზარზე.

